„კვარამ გუნდში გადატრიალება მოახდინა“ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვალტერ დე მაჯომ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და კრისტიანო ჯუნტოლი გარიგების განხორციელებისთვის შეაქო:
რას ამბობს დე მაჯო:
კრისტიანო ჯუნტოლიმ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი შედევრი შექმნა. მან მოახდინა. „ნაპოლის“ მთავარი გადატრიალება ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელიაა. ის იყო სრულიად უცნობი ფეხბურთელი, სანამ ლურჯ მაისურს ჩაიცვამდა.
ნეაპოლიტანური გუნდის სპორტული დირექტორისთვის ეს საუკუნის გარიგება იყო. მათ ხომ მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს? კვარას ამჟამინდელი ღირებულების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ უმნიშვნელო თანხაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ში 56 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოესმდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.