ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ხულიან ალვარესი და პარი სენ-ჟერმენი | რას წერენ Marca და AS

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელი, ხულიან ალვარესი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა. არგენტინელი თავდამსხმელის მომავალზე ავტორიტეტულმა გამოცემებმა — Marca-მ და AS-მა დაწერეს და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს.

Marca-ს მიხედვით, „ატლეტიკომ“ ალვარესს კონტრაქტის გახანგრძლივება და 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. არგენტინელს სურს, უფრო ამბიციური საფეხბურთო პროექტის ნაწილი იყოს. „როხიბლანკო“ დელიკატურ სიტუაციაშია, მაგრამ მადრიდელებმა ერთი რამ დანამდვილებით იციან — „ბარსელონა“ ტრანსფერს ვერ გაჩარხავს.

Marca-ს მიხედვით, ალვარესის წარმომადგენლები თვლიან, რომ „ბლაუგრანა“ სათანადო წინადადებას ვერ გააკეთებს. გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ ურჩევნია, ხულიანი არა ერთ-ერთ კონკურენტში, არამედ არაესპანურ კლუბში გაუშვას, რაც პსჟ-ის შანსებს ზრდის.

AS-იც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ კლუბები უკვე მოლაპარაკებების ეტაპზე არიან. „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ალვარესის გადაბირება ძალიან უნდა. გარიგება შესაძლოა 140-150 მილიონი ევრო დაჯდეს და მხარეებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

არის შანსი, გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვა მოხდეს. AS-ის ცნობით, „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელები კანგ-ინ ლითა და გონსალუ რამუშით არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარი სენ-ჟერმენის ტოპ 8 გოლიდან 2 კვარასია | L’Equipe-მა რეიტინგი შეადგინა
პარი სენ-ჟერმენის ტოპ 8 გოლიდან 2 კვარასია | L’Equipe-მა რეიტინგი შეადგინა