მიკელ მერინო
Aa
Aa

“ეს უბრალოდ დამთხვევაა“ - მერინო ბელგიის დამარცხების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა, მიკელ მერინომ მცირე კომენტარი გააკეთა.

მერინო:

„როგორც ჩანს, ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა თუ სათანადოდ მოემზადები, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. ძალიან ბედნიერი ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, არ მგონია, კიდევ მოხდეს, მაგრამ ვნახოთ,

მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მხოლოდ ორი მატჩი დაგვრჩა. ეს ოცნების ახდენას ჰგავს და იმედი მაქვს, ბოლომდე მივალთ.

ფავორიტი ნახევარფინალში? ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს. ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და არავისი გვეშინია.“

შეგახსენებთ, რომ მიკელ მერინომ გამარჯვების მომტანი გოლი პორტუგალიის ნაკრებსაც გაუტანა. ის მიმდინარე მუნდიალზე დე ლა ფუენტესთვის ერთგვარ „ჯოკერად“ იქცა.

ცნობისთვის, ესპანეთი მუნდიალის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები