ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე: “ბელგია ყველაზე ძლიერია, ვისაც ამ მუნდიალზე შევხვდით“

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.

დე ლა ფუენტე:

„ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ სამწვრთნელო შტაბი მათით ძალიან ამაყობს. ასეთ მეტოქესთან გამარჯვება მარტივი არასდროს არის. ბელგია ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო, რომელსაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდით. მათ დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.

ლამინი განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ხასიათი მხიბლავს. ის ყოველთვის გუნდისთვის თამაშობს. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა კოლექტივია. აქ არც ერთი ფეხბურთელი გუნდზე მაღლა არ დგას.

ახლა საფრანგეთი გველოდება. ვიცით, რა დონის ნაკრებია, მაგრამ ასეთ ეტაპზე ყველა მეტოქე განსაკუთრებულია. ჩვენი წარმატების საფუძველი ბალანსია. როცა კარგად იცავ თავს, შეტევაშიც მეტი თავისუფლება გაქვს.

ამ გუნდის ხასიათი გამორჩეულია. ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელების გაწვრთნა, რომლებიც ასე ერთგულები არიან და მუდმივად განვითარებას ცდილობენ. სრულიად სამართლიანია, თუ ვიფიქრებთ, რომ საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია. ამისთვის მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ჩვენ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც მათი ორჯერ დამარცხება შეძლო. ერთმანეთს ორი შესანიშნავი გუნდი დაუპირისპირდება.“

შეგახსენებთ, რომ ფურია როხას მხრიდან გოლები ბელგიის კარში ფაბიან რუისმა და მიკელ მერინომ გაიტანეს.

ცნობისთვის, ესპანეთი მუნდიალის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: “შვეიცარია ყოველთვის ძალიან რთული მეტოქეა“
სკალონი: “შვეიცარია ყოველთვის ძალიან რთული მეტოქეა“