მურატ იაკინი
Aa
Aa

მურატ იაკინი: “არგენტინა მოწყვლადი ჩანს“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა შვეიცარიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კომენტარი გააკეთა.

იაკინი:

„სამწუხაროდ, მანზამბი ისევ ვერ ითამაშებს. ეს დიდი დანაკლისია, რადგან შესანიშნავ ტურნირს ატარებდა, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მის შეცვლას შეძლებენ.

თუ ბურთს ჩვენ გავაკონტროლებთ, მესიც ნაკლებად საშიში იქნება. მთავარი ბურთის ფლობაა და არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეჩერება. არგენტინა მოწყვლადი ჩანს. მათ ორი ძალიან მძიმე მატჩი ჩაატარეს და ეს ყველამ ნახა.

ეს შვეიცარიისთვის ისტორიული შესაძლებლობაა. ასეთი შანსები ხშირად არ მოდის და უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით. ჩვენი მეკარე უკვე ვარჯიშობს პენალტებისთვის. ასეთ მატჩებში ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყო.“

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში არგენტინამ უმძიმეს ბრძოლაში ეგვიპტე 3:2 დაამარცხა, ხოლო შვეიცარიამ კოლუმბიას პენალტების სერიაში მოუგო.

ცნობისთვის, არგენტინისა და შვეიცარიის მომავალი დაპირისპირება 12 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გამარჯვების იმედი გვაქვს“ - სოლბაკენი ინგლისთან მატჩის წინ
“გამარჯვების იმედი გვაქვს“ - სოლბაკენი ინგლისთან მატჩის წინ