ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: “შვეიცარია ყოველთვის ძალიან რთული მეტოქეა“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა შვეიცარიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ალბისელესტეს მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სკალონი:

„შვეიცარია ყოველთვის ძალიან რთული მეტოქეა. მათ ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი, კარგად ორგანიზებული გუნდი და ვიცით, რამდენად გაგვიჭირდა მათთან 2014 წელს.

ლეო კარგად არის. ის ვარჯიშობს და სათამაშოდ მზად იქნება. 2014 წლის მატჩიდან ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ უცვლელია — შვეიცარიასთან თამაში ყოველთვის ძალიან რთულია.

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტებზე საუბარი რთულია. უკვე ვნახეთ, რამდენი გრანდი გამოეთიშა ტურნირს. ეგვიპტესთან მძიმე მატჩი გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა კონდიციები აღიდგინეს. ვიცით, რომ ახლა კიდევ ერთი ძალიან რთული გამოცდა გველოდება.“

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში არგენტინამ უმძიმეს ბრძოლაში ეგვიპტე 3:2 დაამარცხა, ხოლო შვეიცარიამ კოლუმბიას პენალტების სერიაში მოუგო.

ცნობისთვის, არგენტინისა და შვეიცარიის მომავალი დაპირისპირება 12 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი: “მთელი ზეწოლა ინგლისზე იქნება და ეს უნდა გამოვიყენოთ“
ჰოლანდი: “მთელი ზეწოლა ინგლისზე იქნება და ეს უნდა გამოვიყენოთ“