“გამარჯვების იმედი გვაქვს“ - სოლბაკენი ინგლისთან მატჩის წინ
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სოლბაკენი:
„ბევრი ამბობს, რომ ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ფეხბურთელები პრემიერ ლიგას კარგად იცნობენ, მაგრამ ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში საერთოდ არ თამაშობენ.
კეინი ბუნდესლიგაში თამაშობს, ბელინგემი — ესპანეთში. ამიტომ ეს არგუმენტი დიდ მნიშვნელობას არ ატარებს.
ჩვენი პლუსი ის იქნება, რომ წნეხი არ გვაქვს. ნორვეგიელი ხალხი ჩვენით ამაყობს და უკვე ბევრს მივაღწიეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოტივაცია არ გვაქვს და არ ვნერვიულობთ.
გამარჯვების იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თუ მოვუგეთ ბრაზილიას, რატომ არ შეგვიძლია იგივე ინგლისთან გავაკეთოთ?“
შეგახსენებთ, რომ ინგლისმა მერვედფინალში მასპინძელი მექსიკა 3:2 დაამარცხა. ნორვეგიამ კი ჰოლანდის დუბლით ბრაზილიას 2:1 მოუგო.
ინგლისისა და ნორვეგიის მომავალი დაპირისპირება 12 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.