Crystalbet ეროვნული ლიგის ფან ზონა - სასიამოვნო სიახლე გულშემატკივრებისთვის
Crystalbet-ის მორიგი სასიამოვნო სიახლე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის - 9 ივლისიდან რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიხსნა მსოფლიოს ჩემპიონატის ფანზონა.
სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, ადგილზე მისულ ფეხბურთის მოყვარულებს კომფორტულ გარემოში შეეძლებათ მუნდიალის დასკვნითი ეტაპის უმაღლესი დონის მატჩების ყურება. მსურველებს ასევე შეუძლიათ მაგიდის ჩოგბურთის, მაგიდის ფეხბურთისა და კიბერ-ფეხბურთის თამაში.
Crystalbet-ის ფანზონა 19 ივლისამდე იქნება გახსნილი და გულშემატკივრებს წინ დიდი საფეხბურთო საღამოები ელით.