რუდი გარსია
Aa
Aa

“კურტუას დაკარგვამ მატჩზე გავლენა მოახდინა“ - გარსია ესპანეთთან წაგების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.

რუდი გარსია:

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ესპანეთს სერიოზული პრობლემები შევუქმენით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ასეთ თამაშებში ყველაფერი დეტალები წყვეტს. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში ეს დეტალები ჩვენს სასარგებლოდ არ დასრულდა.

ესპანეთი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, მათ დავანახვეთ, რომ ბელგიასაც შეუძლია ასეთ დონეზე თამაში. კურტუას დაკარგვამ გავლენა მოახდინა, მაგრამ ამის უკან დამალვას არ ვაპირებ. ვინც შეცვალა, ყველაფერი გააკეთა.

ბიჭებით ვამაყობ. ტურნირი მარცხით დასრულდა, მაგრამ მათ ხასიათი და ხარისხი აჩვენეს.“

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ჯერ სენეგალი, ხოლო შემდეგ მასპინძელი ამერიკა დაამარცხა.

ცნობისთვის, ესპანეთი მუნდიალის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს უბრალოდ დამთხვევაა“ - მერინო ბელგიის დამარცხების შემდეგ
“ეს უბრალოდ დამთხვევაა“ - მერინო ბელგიის დამარცხების შემდეგ