სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა ლეიკერსს 6 ქულა ჩაუგდო - მილუოკის ზედიზედ მე-9 გამარჯვება

NBA-ში „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „მილუოკი ბაქსთან“ 106:115 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია. მან პარკეტზე 12 წუთი და 48 წამი გაატარა. მის აქტივში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.

სანდრომ 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

საინტერესოა, რომ მამუკელაშვილი თამაშში მნიშვნელოვან დროს ჩაერთო, როცა მისი გუნდი 5 ქულით აგებდა. ამ მომენტში მან ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი როცა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სასარგებლოდ 11 ქულიანი სხვაობა იყო, პერიმეტრიდან ზუსტად ისროლა.

„მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, „ბოსტონ სელტიკსს“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. „მილუოკი ბაქსი“ შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო - ვირტუს ბოლონიას ფიასკო ბარსელონასთან
შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო - ვირტუს ბოლონიას ფიასკო ბარსელონასთან