ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

„მადლობა, გოგა“ - ინდიანა პეისერსი ბითაძეს დაემშვიდობა

ცნობილი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაცია გამართლდა. „ინდიანა პეისერსი“ გოგა ბითაძემ დატოვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ინდიანა პეისერსმა“ ქართველ კალათბურთელს პარკეტსა თუ პარკეტს მიღმა გატარებული 3,5-წლიანი პერიოდისთვის მადლობა გადაუხადა.

მას შემდეგ რაც ქართველის გაშვება ოფიციალურად გაფორმდა, NBA-ს წესების მიხედვით კლუბებს ბითაძის გაფორმება უახლოეს 48 საათში შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში ქართველს მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. მან „ინდიანას“ რიგებში ბოლოს 21 იანვარს ითამაშა და „დენვერის" წინააღმდეგ პარკეტზე თითქმის შვიდი წუთი გაატარა. გოგას მეტოქის კალათისთვის არ შეუტევია, 3 მოხსნა მიითვალა და 1 დაკარგვა ჰქონდა.

მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებს, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება. მის გუნდს რაც შეეხება, „პეისერსს“ 25 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო - ვირტუს ბოლონიას ფიასკო ბარსელონასთან
შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო - ვირტუს ბოლონიას ფიასკო ბარსელონასთან