გიორგი ლორია
Aa
Aa

ლორიამ ტრავმის გამო მოედანი დატოვა - დაზიანების სიმძიმე ხვალ გაირკვევა

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში, გიორგი ლორიას „ანორთოსისი“ სტუმრად „ნეა სალამისს“ დაუპირისპირდა. ფამაგუსტელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და ერთადერთი გოლი მრაზის ანგარიშზეა, ლორიამ კი მოედანზე 80 წუთი გაატარა.

მატჩის 79-ე წუთზე, ქართველმა გოლკიპერმა ბურთი თამაშში შეიყვანა, რის შემდეგაც ტკივილი იგრძნო და მინდორზე დაეცა. სამწუხაროდ, ლორიამ მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა და მისი შეცვლა გახდა საჭირო. მოედნის დატოვების შემდეგ, გიორგი კოჭლობით გადაადგილდებოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ანორთოსისმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და 37 წლის მეკარის ტრავმაზე დაწერა. პირველადი შეფასებით, მან ბარძაყის კუნთი იტკინა. ხვალ, გიორგის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, რამდენად რთული ტრავმა მიიღო.

ცნობისთვის, „ანორთოსისმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 29 ქულა აქვს. ფამაგუსტელები სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 20 თებერვალს, „პაფოსის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინდიანამ გადაწყვეტილება მიიღო - ბითაძე პეისერსში აღარ ითამაშებს
ინდიანამ გადაწყვეტილება მიიღო - ბითაძე პეისერსში აღარ ითამაშებს