საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

საბა ლობჟანიძის ჰატაისპორი თურქეთის ჩემპიონატს ჩაეხსნა

საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს ჩაეხსნა. რამდენიმე წუთის წინ, თურქული კლუბების კავშირისა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა და „ჰატაისპორის“ გადაწყვეტილება მისი დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„დღეს, ჰატაისპორმა წერილი გამოგვიგზავნა და შეგვატყობინა, რომ მიმდინარე სეზონში მატჩებს აღარ გამართავს. გაზიანთეფიც იმავეს აპირებს და თუ ეს მოხდა, ვგეგმავთ, რომ ჩემპიონატი 17 გუნდით გავაგრძელოთ, იმ პირობით, რომ ზემოთ ხსენებული 2 კლუბი ადგილს შეინარჩუნებს.

ვიმეორებ, რომ ჰატაისპორსა და გაზიანთეფს უფლებებს ვუტოვებთ და არის შანსი, მომდევნო სეზონში, ჩვენს ჩემპიონატში 20 გუნდი იყოს. მანამდე კი ჰატაისპორისა და გაზიანთეფის ფინანსურ დანაკარგებსა და ვალდებულებებს მთლიანად ჩვენს თავზე ავიღებთ“, - განაცხადა საკლუბო კავშირის პრეზიდენტმა, ალი კოჩმა.

ცნობისთვის, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქ ჰატაის უდიდესი ზიანი მიაყენა. კლუბს ასპარეზობის შეწყვეტაზე უარის თქმა სწორედ ამიტომ მოუწია. თავდაპირველად, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა