გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ინტერესი იტალიიდან - მიქაუტაძეს ორი კლუბი აკვირდება

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე იტალიური კლუბების რადარზე იმყოფება. ამ ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი უცხოური გამოცემა ავრცელებს და მათ შორის Calciomercato და Tuttomercatoweb-ი არიან.

როგორც ირკვევა, მიქაუტაძეს „უდინეზე“ და „ჯენოა“ აკვირდებიან. Calciomercato-ს მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, გიორგი ყველას აოცებს და იტალიურ კლუბებს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვთ, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული ნაბიჯები არც ერთ მათგანს გადაუდგამს.

მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და 12 გოლი გაიტანა. 11-ჯერ იგი ლიგა 2-ში გამოირჩა და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გუშინ, Tuttomercatoweb-მა მას სტატია მიუძღვნა და განაცხადა, რომ მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც გოლების გატანას უბრალოდ არ წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდი მეორეადგილოსან „სოშოს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 13 თებერვალს ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“
ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“