ფინიქს სანსი, კევინ დურანტი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - დურანტი ფინიქსში გადავა

NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, კევინ დურანტი უახლოეს საათებში „ბრუკლინ ნეტსიდან“ კარიერას „ფინიქს სანსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია NBA.com-ზე ვრცელდება.

გარიგების თანახმად, „ნეტსი“ მიკელ ბრიჯს, ჯეი კრაუდერს და კამ ჯონსონს მიიღებს, ასევე მომავალი პიკზე პირველი რაუნდის ოთხ არჩევანს და 2028 წლის პიკზე არჩევნის გაცვლის შესაძლებლობას მიიღებს. ფინიქსში კი დურანტის გარდა თიჯეი უარენი გადავა.

ცნობისთვის, დურანტი ახლა ტრავმირებულია და როგორც ვარაუდობენ, პარკეტს ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ დაუბრუნდება.

34 წლის კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ კი 29.7 ქულას, 6.7 მოხსნა და 5.3 პასი დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ინდიანაში დარჩენის შანსი მცირეა - გოგას ახალ კლუბს მოუძებნიან
ბითაძის ინდიანაში დარჩენის შანსი მცირეა - გოგას ახალ კლუბს მოუძებნიან