წყალბურთი: თბილისის დინამო იტალიურ გრანდთან დამარცხდა
Aa
Aa

წყალბურთი: თბილისის დინამო იტალიურ გრანდთან დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში თბილისის „დინამო“ იტალიურ „პრო რეკოს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:13 დამარცხდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ზედიზედ მეშვიდედ წააგო.

აღსანიშნავია, რომ „პრო რეკო“ წყალბურთის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გრანდად ითვლება, რომ ასეთი ანგარიში გასაკვირი არ არის. მატჩი თბილისში გაიმართა, რომელშიც სტუმრები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ.

ქართველებმა ყველაზე მეტად მეორე მეოთხედში იბრძოლეს, რომელიც 1:2 დასრულდა. პირველი მეოთხედი 0:3, მესამე 2:4, მეოთხე 0:4. „დინამოს“ მხრიდან გოლები ვლაჰოვიჩმა, ტყეშელაშვილმა და პიესიცავმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის წაგების შემდეგ, „დინამოს“ კვლავ 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, სტანოევიჩის შეგირდები ისევ „პრო რეკოს“ დაუპირისპირდებიან, თუმცა ამჯერად სტუმრის სტატუსით. აღნიშნული მატჩი 18 თებერვლით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები