პარიზის გრანდ სლემი: ბექაური და თუშიშვილი ტურნირს გამოეთიშნენ
დღეს, პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ ორი ფავორიტი და მედლების რეალური პრეტენდენტი უკვე დავკარგეთ.
90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ჰყავდა - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაურმა ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბუსთან ბრძოლა ვაზარით დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.
+100 კგ-ში მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს გრანდ სლემის მოქმედ ჩემპიონ იაპონელ ჰიოგა ოტასთან იპონით წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ამავე წონაში საბა ინანეიშვილი უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან დამატებით დროში ავასატე-იპონით დამარცხდა და პარიზის გრანდსლემს ისიც დაემშვიდობა.
90 კგ წონით კატეგორიაში ბრძოლას განაგრზობს ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე, რომელიც ასევე მედლის ერთ-ერთ ფავორიტად არის მიჩნეული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 74 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა ტიტული წარმატებით დაიცვა. ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელ დანიელ კარგნინს იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.