რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
დიდი შანსი დვალიშვილს! - ალჯომ წონის ცვლილება დააანონსა
Aa Aa
2 თებერვალი 2023  |  16:00

დიდი შანსი დვალიშვილს! - ალჯომ წონის ცვლილება დააანონსა

UFC-ში, სუპერმსუბუქი კატეგორიის მოქმედმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა The Schmo-სთან ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მომავალი მეტოქე 110%-ით ჰენრი სეჰუდო იქნება.

იამაიკელი მებრძოლი ორთაბრძოლის გამართვის სავარაუდო თარიღსაც ასახელებს.

რას ამბობს ალჯო:

ჰენრი სეჰუდო 110%-ით შემდეგი მეტოქე იქნება, თუმცა ეს ბრძოლა აპრილში არ შედგება. ჩემს სამედიცინო შტაბთან და ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გამოჯანმრთელებას ცოტა მეტი დრო დავუთმოთ და ამის გამო ეს ბრძოლა დიდი ალბათობით მაისში ჩატარდება.

ალჯომ ცოტა ხნის წინ, სპარინგის დროს ბიცეფსის ტრავმა მიიღო, რამაც მისი გეგმები ცოტა შეაფერხა. ამის გამო იამაიკელი მებრძოლი კოლუმბიაში მიემგზავრება, რათა ღეროვანი უჯრედების თერაპია ჩაიტაროს და როგორც თვითონ ამბობს, ჩხუბისთვის 100%-ით მზად აპრილის ბოლოს იქნება:

ვფიქრობ, ამ მეთოდით მკურნალობა ყველაზე კარგი იქნება. ამაში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ ეს ფორმის 100%-მდე დამაბრუნებს. შემდეგ კი მზად ვიქნები ისეთი რთული მეტოქესთან დაპირისპირებისთვის, როგორიც სეჰუდოა. მას უნდა შევახსენო, რომ პენსიაზე უნდა დარჩენილიყო.

მგონია, რომ ბრძოლას მეორე რაუნდში, ნოკ აუტით დავასრულებ და როდესაც სეჰუდოს დავაფინიშებ, ამ დივიზიონში ეს ჩემთვის მაქსიმუმი იქნება. არ ვფიქრობ, რომ ამ წონაში ჩემთვის კიდევ რამე იყოს დარჩენილი.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა მას შონ ო’მალისთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჰკითხა, რაზეც ალჯომ ასე უპასუხა:

შესაძლოა ამ ბრძოლამ მაინც მაცდუნოს, ან მაინც ავიდე ზედა წონაში, სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის მეფობას და დატერორებას კი მერაბი გააგრძელებს.

ალჯამეინ სტერლინგის დღევანდელი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მერაბ დვალიშვილს დივიზიონის ჩემპიონობამდე დიდი დრო აღარ დარჩენია. მანამდე, მთავარია ქართველმა „მანქანამ“ 11 მარტს რუსი პიოტრ იანი დაამარცხოს, რაც ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

რაც შეეხება ალჯოს, იამაიკელ მებრძოლს შეუძლია ტიტული ზედიზედ მესამედ დაიცვას, რაც UFC-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. სტერლინგმა საჩემპიონო ორთაბრძოლაში ზედიზედ ორჯერ პიოტრ იანი დაამარცხა, ბოლოს კი თი ჯეი დილაშოს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ლეგენდა: „იანი მერაბს ვერ გააჩერებს, პიოტრს ღრმა წყალში ჩაიყვანენ“
UFC-ის ლეგენდა: „იანი მერაბს ვერ გააჩერებს, პიოტრს ღრმა წყალში ჩაიყვანენ“