რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
ვალენსიას პრეზიდენტი: „მამარდასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სტრატეგიული ნაბიჯი იყო“
Aa Aa
1 თებერვალი 2023  |  16:00

ვალენსიას პრეზიდენტი: „მამარდასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სტრატეგიული ნაბიჯი იყო“

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ პრეზიდენტმა, ლაიჰუნ ჩანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჩანმა „ღამურების“ სამომავლო გეგმებზე, ჯენარო გატუზოზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

კლუბის მფლობელების გეგმები

„ვალენსიას განვითარებაში ბოლომდე ვართ ჩართული და მუშაობას ვერ შევწყვეტთ. ჩვენი მიზანი იგივეა და კლუბისთვის საუკეთესო გვინდა. სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა, რაც არავის მოეწონა და გვსურს, წარმატებულ გზას დავუბრუნდეთ“.

ჯენარო გატუზოზე

„გატუზოსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა და ტრანსფერები არაფერ შუაშია. ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ, ჩვენ ჯენაროს ნდობა გამოვუცხადეთ, თუმცა მან შეხვედრა მოითხოვა და მივხვდით, რომ კარგი სიახლე არ გველოდა. გატუზომ განგვიცხადა, რომ ვერ ხედავდა გზას, რომლის დახმარებითაც, სიტუაციას გამოასწორებდა და მის სურვილს პატივი ვეცით“.

კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე

„ყველამ იცის, პანდემიის შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო, კლუბი რა მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ისიც იცით, რომ გაიასთან, მამარდაშვილთან, დიახაბისთან და გილამონთან კონტრაქტები გავახანგრძლივეთ, რაც მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯი იყო და ჩვენს ინვესტიციას წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას „რეალის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“
ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“