ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

Il Mattino: კვარამ და ოსიმ ნაპოლის შეტევა ააფეთქეს

ცნობილმა იტალიურმა სააგენტომ Il Mattino-მ ხვიჩა „ნაპოლის“ შესახებ მორიგი სტატია მოამზადა და ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილზე დაწერა.

 სტატიის ავტორი ქართულ-ნიგერიულ დუეტს სერია A-ში საუკეთესოდ მოიხსენიებს და „ნაპოლის“ გოლებზე მათ ფუნდამენტურ გავლენას აღნიშნავს.

რა წერია სტატიაში:

ოსიმენი-კვარაცხელიას წყვილმა ნაპოლის 38 გოლი მოუტანა. მათ სპალეტის გუნდის შეტევა ფაქტობრივად ააფეთქეს და „ნაპოლის“ ვარსკვლავები არიან. სერია A-ში ისინი მალევე გახდნენ ყველაზე ლამაზი წყვილი. ოსიმენი 15 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია (14 სერია A-ში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე), კვარა კი შთამაგონებელია, რომელმაც საერთო ჯამში 10 საგოლე პასი შეასრულა. წარმოუდგენელი რიცხვებია იმ ორი სამკაულისთივს, რომლითაც სპალეტი თითქმის ყოველ კვირას სარგებლობს.

უნდა ვიფიქროთ, რომ ამ რიცხვების რაოდენობა შეიძლებოდა უფრო მაღალიც ყოფილიყო, თუ მათ სეზონის პირველ ნაწილში ფიზიკური ფორმაც დაეხმარებოდათ. ოსიმენმა შიდა ჩემპიონატში 4, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 მატჩი გამოტოვა, კვარაცხელია კი გუნდს სერია A-ს ოთხ, ჩემპიონთა ლიგის ერთ და იტალიის თასის ერთ მატჩში ვერ დაეხმარა.

რთული წარმოსადგენია, რა მოხდებოდა თუ ორივე მათგანი ყველა შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ახლანდელი შედეგიც თვალისმომჭრელია. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ქართველი გულშემატკივარი თბილისიდან ნაპოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ბოლოს „რომას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კვარამ საგოლე გადაცემა შეასრულა, ქართველის პასით კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“
ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“