მოურინიო: “ნაპოლის დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავს“
სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ნაპოლი“ „რომას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა მოურინიომ?
„“ნაპოლიმ“ ფაქტობრივად სკუდეტო მოიგო. ვულოცავ სპალეტის, მან დიდებული სამუშაო ჩაატარა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. უამრავი შეტყობინება და საჩუქარი მივიღე. პატრისიო, ზელევსკი, სპინაცოლა, იბანიესი, სმოლინგი, მანსინი, კრისტანტე, მატიჩი, პელეგრინი, დიბალა და აბრაჰამი „ნაპოლისთან“ ითამაშებენ.
„ნაპოლის“ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. „ტოტენჰემში“ მუშაობის დროს კიმის გადაყვანა მსურდა. მას ბევრი ვესაუბრე, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ მასში 10 მილიონის გადახდა არ ისურვა. სმოლინგი შესანიშნავ ფორმაშია და ამით ბედნიერი ვარ. მასთან მომავალზე არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 29 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.