“ჟოზესთვის კარგ საჩუქარს შევარჩევ“ - სპალეტი რომასთან მატჩის წინ
სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ნაპოლი“ „რომას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა სპალეტიმ?
„ეს მატჩი სხვებისგან ძალიან ცოტა რამით განსხვავდება. ნებისმიერი მატჩი შეიძლება გართულდეს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ეს „რომასთან“ პირდაპირი ჯახია. ვფიქრობ, ტაქტიკურად სასიამოვნო მატჩი იქნება. ფეხბურთელები იბრძოლებენ. 3 ქულა ყოველთვის მნიშვნელოვანია. „ნაპოლი“ არის ველოსიპედისტი, რომელმაც იცის, რომ თანაბარ გზაში უფრო ძლიერ და ნაკლებად ძლიერ ველოსიპედისტს უნდა აჯობოს.
„რომასთან“ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო და ერთი ნაბიჯი დაიტოვო. კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. „რომას“ დიდ პატივს ვცემ. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ. მოურინიოს თავის მოთამაშეებს კონკრეტული მატჩებისთვის იდეალურად განაწყობს. დიბალას საკუთარი თანაგუნდელებისთვის უპირატესობის მიცემა შეუძლია.
არ ვიცი რა ფასი აქვს სკუდეტოს. ეს არის ანგარიში, რომელსაც ვერ დავთვლი, რადგან სკოლაში მათემატიკას ძალიან ცუდად ვსწავლობდი. ერთადერთი, რაც ვიცი არის ის, რომ თუ მოვიგებთ 53 ქულა გვექნება. „რომა“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მოურინიო უდიდესი გამოცდილების მწვრთნელია. მათი ხასიათი კარგად ვიცით და ასევე ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ.
მინდა, რომ მოურინიოს მესამოცე დაბადების დღე მივულოცო. მეწყინა, რომ არ დამპატიჟა. იმედი მაქვს, შემდეგში ასე აღარ მოხდება. მისთვის ნამდვილად კარგ საჩუქარს შევარჩევ. თუ ვინმე ფეხბურთის ხარისხს ზრდის ეს ჟოზეა.“
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 29 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.