სუპატაშვილის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
Aa
Aa

სუპატაშვილის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

იტალიაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა და ეს მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილმა გააკეთა.

სუპატაშვილმა მოკლე პროგრამაში 65.12 ქულა მოიპოვა და მე-5 შედეგი დააფიქსირა და ასპარეზობა თავისუფალ ციგურაობაში განაგრძო, სადაც შესანიშნავად გამოვიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

15 წლის სუპატაშვილმა 123.88 ქულა მიიღო და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ორი დისციპლინის ჯამში კი 189.00 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. მასზე წინ მხოლოდ ისრაელის წარმომადგენელი გავიდა, რომელმაც 1.98 ქულა მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს (ფინეთში) პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 69,81 ქულით პირველობა არავის დაუთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის ლამაზი გოლი - დინამო ბათუმის ფრე შტურმთან
კვერნაძის ლამაზი გოლი - დინამო ბათუმის ფრე შტურმთან