გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„თუ არ მეჩხუბები, გამაგებინე“ - ჭიკაძეს მეტოქის პოვნა უჭირს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ სოდიქ იუსუფს მიმართა, რომელთანაც სექტემბერში უნდა ეჩხუბა. „ნინძამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ UFC-იმ იუსუფს ორი წინადადება გაუკეთა.

„სოდიქ, უპატივცემულობად არ მიიღო, მაგრამ UFC-იმ ჩემთან ჩხუბისთვის 2 თარიღი შემოგთავაზა, მარტი და აპრილი. თუ ჩემთან ბრძოლას აპირებ, გთხოვ, გამაგებინე. არ მინდა, ვარჯიში განვაგრძო და შენ ჩემთან ჩხუბის სურვილი არ გქონდეს“.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ, იუსუფი ერთ-ერთ პოდკასტში იყო მიწვეული და „ნინძას“ სიტყვები დაადასტურა: „შემომთავაზეს, რომ გიგასთან მარტში ან აპრილში მეჩხუბა და გუშინ, ამ ბრძოლაზე უარი ვთქვი. ზურგის სერიოზული ტრავმა მივიღე და ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვაპირებ. 25 მარტი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი“. აღსანიშნავია, რომ იუსუფმა კომენტარი გიგას პოსტზეც დატოვა და განაცხადა, რომ ტკივილის გარეშე წამოდგომა პირველად გასულ კვირას შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ნინძამ“ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია, თუმცა ლეგენდარული ამერიკელისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრომ იფრინა - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი NBA-ის G ლიგაში
სანდრომ იფრინა - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი NBA-ის G ლიგაში