ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს

„ნაპოლისთან“ დაახლოებული იტალიური გამოცემა, NapoliPiu სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „პარტენოპეისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სავარჯიშო პროცესს უბრუნდება და კვირას, სერია A-ში რომასთან გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

NapoliPiu წერს, რომ „სალერნიტანასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, სპალეტის გუნდი ორი დღე დაისვენებს, სავარჯიშო პროცესს კი 24 იანვარს განაახლებს და მასში მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს, რომელიც გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კვარამ „სალერნიტანას“ წინააღმდეგ შეხვედრა სწორედ გრიპის გამო გამოტოვა. ამავე მიზეზით, ხვიჩამ „კოპა იტალიაზეც“ ვერ ითამაშა, სადაც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

19 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

„ნაპოლისა“ და „რომას“ შეხვედრა 29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“
სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“