ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

უარი ბრაზილიას და პორტუგალიას - ზიდანს იუვენტუსის ჩაბარება სურს

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია. „ზიზუ“ ბევრ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა როგორც ფრანგული პრესა წერდა, ის საფრანგეთის ნაკრებს ელოდებოდა.

საბოლოოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დიდიე დეშამს ნდობა 2026 წლამდე გაუგრძელა და ზიდანის მოლოდინები ფუჭი გამოდგა.

L’Equipe-ის ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში და ზოგადად ბოლო რამდენიმე თვეში ზიდანმა უარი პორტუგალიის, ბრაზილიის, აშშ-ის, კატარისა და გაერთიანებული საამიროების ნაკრებებს უთხრა.

როგორც წყარო წერს, ამ მომენტისთვის „ზიზუს“ პრიორიტეტს ტურინის „იუვენტუსის“ ჩაბარება წარმოადგენს.

„ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელი ამჟამად მასიმილიანო ალეგრია, თუმცა რთული სათქმელია რამდენად შეინარჩუნებს „მედ მაქსი“ პოსტს სეზონის დასრულების შემდეგაც.

ცნობისთვის, „იუვენტუსი“ ზიდანთან  ბოლო 2 წლის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა „ზიზუმ“ მათ უარი საფრანგეთის ნაკრების გამო უთხრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ