გიორგი გეგელაშვილი, მერაბ სულეიმანიშვილი, ნიკა ბერულავა, გიორგი ჭოლაძე, გიორგი ღონიაშვილი, ევსემ შველიძე
Aa
Aa

ანრი დელანის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 6 მედალი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ანრი დელანის გრან პრიზე 6 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე 7 სპორტსმენით იასპარეზა.

ოქროს მედლები: მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ) და ნიკა ბერულავა (125 კგ)

ვერცხლის მედალი: გიორგი ჭოლაძე (70 კგ)

ბრინჯაოს მედლები: გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), ევსემ შველიძე (79 კგ)

22 იანვარს საფრანგეთში მიმდინარე ტურნირში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება. ქართველთა შემადგენლობა ასეთია:

აკაკი ოსიაშვილი (55 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ბექა გურული  (63 კგ.), ლევან ქავჟარაძე (67 კგ.), ნიკა ყორშია (72 კგ.), ხვიჩა ანანიძე (77 კგ.), ბექა მამუკაშვილი (82 კგ.), აივენგო რიკაძე (87 კგ.), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.), სულხან ბუიძე (130 კგ.)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებები აღნიშნულ ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით გამოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები