სეხუდო: „დვალიშვილი იანს დიდი უპირატესობით დაამარცხებს“
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრების ყოფილმა მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ამერიკელმა მებრძოლმა პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩხუბი „მანქანის“ გამარჯვებით დასრულდება.
„მერაბის დარტყმები და ჭიდაობა არ მაშინებს, მაგრამ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა სხვა მებრძოლისთვის დვალიშვილი ნამდვილი კოშმარია. მერაბისთვის ეს ჩხუბი ძალიან მომწონს. არ ვიცი, იანმა ბოლო წაგების შემდეგ, საჭირო კორექტივები შეიტანა თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ტაილანდში ემზადება და ცდილობს, პროგრესს მიაღწიოს. შესაძლოა, ის დარტყმის გაუმჯობესებაზე მუშაობს, მაგრამ ჭიდაობას რას უპირებს? გამომდინარე იქიდან, რომ წინ 5-რაუნდიანი ბრძოლა გველოდება, ვფიქრობ, მერაბი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ფსონს სწორედ დვალიშვილზე ჩამოვდივარ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.
იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს