20 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის მაგარი მატჩი G ლიგაში
Aa Aa
19 იანვარი 2023  |  01:23

20 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის მაგარი მატჩი G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) „ვისკონსინ ჰერდმა“, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, „ვესტჩესტერს“ 127:118 მოუგო.

სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო და მორიგი ბრწყინვალე შეხვედრაც ჩაატარა - 36 წუთი, 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა - ასეთი იყო „მამუს“ მონაგარი.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მამუკელაშვილი არ დასახელებულა. საუკეთესოდ მისი გუნდელი ჯორდან ბოუნი დაასახელეს, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.

მამუკელაშვილი და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს საკუთარ კედლებში გამართავენ. მათი მეტოქე „რეპტორსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მაგარი ჩხუბი გველის - მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
ძალიან მაგარი ჩხუბი გველის - მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია