ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

განცალკევებით ივარჯიშა - კვარამ შესაძლოა შაბათსაც ვერ ითამაშოს

„კრემონეზესთან“ სათასო შეხვედრაში „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია გაციების გამო აკლდა. ამჯერად კი იტალიური პრესა წერს, რომ ქართველმა შესაძლოა შაბათს სერია A-ში „სალერნიტანასთან“ დაპირისპირებაც გამოტოვოს.

Ilmattino-ს ცნობით, დღეს „ნაპოლიმ“ აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ხვიჩა გუნდისგან განცალკევებით იმყოფებოდა და პერსონალურ ვარჯიშებს ატარებდა.

კიდევ ერთი იტალიური გამოცემა Fantacalcio წერს, რომ ხვიჩას შაბათს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა და ჯერ უახლოეს დღეებს უნდა დაველოდოთ, რომ ვითარება საბოლოოდ გაირკვეს.

შაბათს, 21:00 საათზე „სალერნიტანა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. ნეაპოლელთა მეტოქე ამჟამად სერია A-ში მე-16 ადგილზე იმყოფება და ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ, ცხრილში ტურინელებს 10 ქულით უსწრებს, მის უახლოეს მდევარ „მილანს“ კი 9 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ