რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს. ასევე, მან ლუკაკუს შესახებ ირონიულად ისაუბრა. მისი თქმით, ბელგიელმა ბურთის გაჩერება არ იცის.

ლუჩანო მოჯი: „ყოველთვის არასასიამოვნოა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა დაასახელო, მაგრამ ნათელია, რომ კვარცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს, რადგან თუ ლუკაკუში დიდი თანხა გადაიხადეს და მან ბურთის გაჩერება არ იცის, ვისაც ტექნიკა აქვს, მისი სატრანსფერო თანხა აუცილებლად უფრო მეტი უნდა იყოს.

პარასკევს, თამაშის შემდეგ დე ლაურენტისს მივწერე და გამარჯვება მივულოცე, მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის, როგორც მართავს კლუბს ამ ისტორიულ მომენტში“.

2019 წლის აგვისტოში მილანის „ინტერმა“ რომელუ ლუკაკუ კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ შეიძინა.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბურჯანიას საგოლე პასი - ჟილ ვისენტემ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
აბურჯანიას საგოლე პასი - ჟილ ვისენტემ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო