ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ბრუნო: ახლა ჩვენ უკვე გუნდს ვგავართ

ბრუნო ფერნანდეშმა ბოლო თვეების განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედში“ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„ახლა ჩვენ უკვე გუნდს ვგავართ. რამდენიმე თვის წინ ხედავდით გუნდს, რომელშიც ყველა საკუთარ თავზე ზრუნავდა. ახლა ეს არის გუნდი, სადაც ყველა ერთმანეთისთვის მუშაობს.

ჩვენ შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რადგან ცხრილში კონკურენტებთან დაახლოება შეგვიძლია. რასაც მივაღწიეთ ეს ყველაფერი გაქრება, თუ ახლა გავჩერდებით და გამარჯვებებს ვეღარ გავაგრძელებთ.

ახლა ჩვენ უნდა ვიზეიმოთ, რადგან ეს დერბიში მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მაგრამ მალევე კრისტალ პალასთან მატჩისთვის მზადებაზე გადავალთ“,

- განუცხადა BT Sport-ს ფერნანდეშმა.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ „სიტის“ დამარცხების შემდეგ, ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა და „ქალაქელებთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო