მანჩესტერ იუნაიტედი, ანდრე ონანა
Aa
Aa

გუნდში აღარ სჭირდებათ - მანჩესტერი ონანას გაყიდვას გეგმავს

როგორც ჩანს, ანდრე ონანას მანჩესტერული კარიერა სრულდება. ირკვევა, რომ წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობას კამერუნელი კარის დარაჯის გუნდში დაბრუნება არ სურს და მისი გაყიდვა მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისი თქმით, თავად ონანას მანჩესტერში დაბრუნება და თავისი ადგილისთვის ბრძოლა სურს, მაგრამ ამ ფაქტს გუნდში არავინ იზიარებს.

მეტიც, ბრიტანული მედია გვამცნობს, რომ ონანას გადაწყვეტილების შესახებ უკვე ამცნეს. იუნაიტედი ასევე ტრაბზონსპორს დაუკავშირდა და ანდრეს სრულიად გამოსყიდვა შესთავაზა. ჯერჯერობით თურქული კლუბის პოზიცია უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანა ინგლისურ გუნდს 2023 წელს შეუერთდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, იჯარის წესით ტრაბზონსპორში გაანათხოვრეს. კამერუნელ მეკარეს იუნაიტედთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები