ნაპოლი, გიორგი ქინქლაძე, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ქინქლაძე: „ხვიჩასგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა“

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულ Metarating-ს ესაუბრა. მისი თქმით, ხვიჩამ „პარტონოპეიში“ კიდევ ორი სეზონი უნდა გაატაროს და ტოპ კლუბში შემდეგ გადავიდეს.

გიორგი ქინქლაძე: „მას შეუძლია სერია ა-ს ბომბარდირი გახდეს. მთელი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, ჩემპიონობა შეუძლიათ. ალბათ, ხვიჩასგან ასეთ თამაშს, ასეთ შედეგს არავინ ელოდა. მისი თამაში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

საქართველოში ყველა განიცდის, ყველა მას ქომაგობს. ვისაც შესაძლებლობა აქვს, თამაშზე მიფრინავს, უყურებს და ბრუნდება. ხვიჩათი მთელი ქვეყანა გახარებულია.

ვფიქრობ, მას შეუძლია სეზონის ბოლოს ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყროს, მაგრამ მისი ტრანსფერი ჯერ ძალიან ადრეა. მან „ნაპოლიში“ კიდევ ორი სეზონი უნდა ითამაშოს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი