მარკო ვერატი
Aa
Aa

ვერატი მესიზე: ამბობდნენ ნაკრებში ვერ თამაშობსო, მაგრამ 2 წელში ყველაფერი მოიგო

მარკო ვერატიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა საფრანგეთის ფინალზე და ლეო მესის შესახებ ისაუბრა:

- განაწყენდით, როცა საფრანგეთი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა?

„რა თქმა უნდა. ბევრი მეგობარი მყავს საფრანგეთის ნაკრებში, ჩემი მეუღლე ფრანგია, ჩემი შვილები საფრანგეთში დაიბადნენ. მსოფლიო ჩემპიონატის დროს ისინი წუხდნენ, როდესაც საფრანგეთს უჭირდა.

მაგრამ ბედნიერიც და ნაწყენიც ვიყავი. არგენტინამ რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა. განსაკუთრებით მესისთვის.

ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და ვფიქრობდი, რომ ცუდი იქნებოდა, თუ დაასრულებდა კარიერას იმ თასის მოგების გარეშე, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ამბობდნენ, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერ გაიმარჯვებდა, ვერაფერს იგებდა და ორ წელიწადში მან ყველაფერი მოიგო.

მეორეს მხრივ, საფრანგეთის ნაკრებიდან ჩემი მეგობრების მოგება მინდოდა. მინდოდა მათი ბედნიერების ნახვა. მე კილიანს, საფრანგეთს და სხვა მეგობრებს, რომლებიც ამ გუნდში თამაშობენ, ვგულშემატკივრობდი. ეს ფინალი კიდევ დიდ ხანს გვემახსოვრება“,

- განაცხადა ვერატიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო
„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო