ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„კვარა? ნამდვილად არ ვიცი როგორ დავიცავთ თავს“ - ალეგრის პრესკონფერენცია

ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ტურინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიელმა სპეციალისტმა „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ:

გუნდი საკმაოდ კარგად მუშაობს. მოსამზადებლად სამი დღე გვქონდა და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ მდგომარეობაში ვართ და ხვალინდელი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება.

უნდა ითქვას, რომ გუნდი სეზონის მეორე ნაწილში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა ბევრად უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვართ. რა თქმა უნდა ხვალ საკმაოდ მნიშნველოვანი და რთული თამაში იქნება. ორივე გუნდი ბრძოლისუნარიანია და არასდროს ნებდება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

საბოლოო ტაქტიკაზე ჯერ არ შევჯერებულვარ. დღეს ორ-სამ წვრილმანს განვიხილავთ და ამის შემდეგ გადავწყვეტთ. კვარა? მართლა გეუბნებით, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი როგორ დავიცავთ თავს მის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სპალეტის, მას დიდ პატივს ვცემ. ის ძალიან მხიარული პიროვნებაა, თუ თამაშის შემდეგ ვიკამათებთ, ჩემთვის მაინც პატივსაცემ პიროვნებად დარჩება. ის ძალიან კარგი სპეციალისტია და ეს მილანშიც და რომშიც დაამტკიცა. მის წინააღმდეგ შეხვედრა ყოველთვის დიდი გამოწვევაა. 

ფავორიტი შესაძლოა „ნაპოლი“ იყოს, რადგან სატურნირო ცხრილის ლიდერია. ჩვენი მეტოქე ტექნიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებენ. ჩვენ მაქსიმალურად დიდი ინტენსივობით და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა ეს შეხვედრა როგორც ჩვენთვის, ისე „ნაპოლისთვისაც“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ამით სკუდეტოს ბედი არ გადაწყდება. სანახაობრივ და დინამიურ თამაშს ველი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება 13 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს საღამო ჯადოქარ კვარას დააბრუნებს“ - ხვიჩა იუვესთან ძირითადში იქნება
„ეს საღამო ჯადოქარ კვარას დააბრუნებს“ - ხვიჩა იუვესთან ძირითადში იქნება