ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: თუ ტიტულებს ვერ მოვიგებ, მომკლავენ

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „ბეტისთან“ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა.

ჩავი თავის მომავალს შეეხო და ასევე ტრანსფერებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა:

„მოტივირებულები, მშვიდად და კარგად ვართ. არაფერი შეიცვლება თუ ჩვენ ტურნირს მოვიგებთ, მაგრამ მე აქ ტიტულების მოსაგებად ვარ. თუ თასებს ვერ მოვიგებ, მომკლავენ.

სიამოვნებით მოვიგებდი ჩემს პირველ თასს.

თუ გამარჯვებულები გავხდებით, ეს დამატებით ძალას მოგვცემს, წაგების შემთხვევაში, იმედგაცრუებული დავრჩებით, მაგრამ სიტუაციის ესკალაციას არ ვაპირებთ.

ტრანსფერები? არსებული შემადგენლობით ბედნიერი ვარ. სავარაუდოდ ცვლილებები არ იქნება. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერია.

დეპაი? ამაზე არაფერი ვიცი. სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვრამდე არ დაიხურება და ვნახავთ რა მოხდება. მატეუ ალემანის ვუთხარი, რომ თუ ჩვენი შემადგენლობა უცვლელი დარჩება, მე ამით მაინც ბედნიერი ვიქნები“.

- ამბობს ჩავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Italia - კვარაცხელია,ლოსანო,პოლიტანო - ტრიო ისევ ცოცხალია
Sky Italia - კვარაცხელია,ლოსანო,პოლიტანო - ტრიო ისევ ცოცხალია