კრიშტიანუ რონალდუ, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: რონალდუ ძალიან კონკურენტუნარიან ლიგაში გადავიდა

ჩავიმ კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში, კერძოდ კი „ალ ნასრში“ გადასვლაზე ისაუბრა.

„მან კონტრაქტი საუდის არაბეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან გააფორმა, მაგრამ ეს მისთვის ადვილი არ იქნება. ეს ლიგა ძალიან რთულია. მე მათი რამდენიმე გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე, როცა ალ-სადს ვწვრთნიდი და მინდა გითხრათ ადვილი არ იქნება.

საუდის არაბეთის ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგაა და კრიშტიანუ რონალდუ კონკურენტუნარიანი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებას მიაღწევს და მოედანზე სხვაობას შექმნის“,

- ამბობს ჩავი.

7 წლის წინ - რონალდუ ჩავის აზიაში ტრანსფერზე დასცინოდა

2015/2016 წლების სეზონში ჩავიმ თქვა, რომ კრიშტიანუს ერთადერთი პრობლემა მესის ეპოქაში თამაშია, რაზეც პორტუგალიელმა ასე უპასუხა:

„ჩავი? რატომ უნდა მაინტერესებდეს რას იტყვის ის? ის, მგონი კატარში თამაშობს. არც კი ვიცი, აგრძელებს თუ არა იგი თამაშს. ვისაც გაზეთის გარეკანზე მოხვედრა სურს, ჩემზე ლაპარაკობს. დიახ, მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ მე 3 ოქროს ბურთი მაქვს მოგებული, ჩავის კი არცერთი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში
კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში