ნოელ ლე გრე
Aa
Aa

ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე პოსტს დროებით ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო და ლე გრეს უფლებამოსილება მინიმუმ აუდიტის პროცესის დასრულებამდე შეუჩერა, რომელიც ფედერაციაში უნდა ჩატარდეს.

აღმასრულებელმა კომიტეტმა პრეზიდენტის ფუნქციები ფილიპ დიალოს გადააბარა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, ლე გრემ თანამდებობა დატოვოს და მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში, ლე გრე რამდენიმე სკანდალში გაეხვია. L'Equipe-ის ინფორმაციით, მან ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან კონტრაქტი 2026 წლამდე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისგან დამოუკიდებლად გაახანგრძლივა, რაც უწყების წესდებით აკრძალულია. უახლოეს დღეებში კომიტეტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება, სადაც დეშამთან გაფორმებულ კონტრაქტზე იმსჯელებენ. დიდიეს სავარაუდოდ თანამდებობა შეუნარჩუნდება, თუმცა საუბარია, რომ 2026 წლამდე დადებული ხელშეკრულება 2 წლით შემცირდება და ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დარჩება. ასევე, დაგეგმილია, კონტრაქტში ჩაიწეროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მხარეებს კომპენსაციის გადახდა აღარ მოუწევთ.

იყო მომენტი, როცა ლე გრე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. საფეხბურთო აგენტის, სონია სუიდის თქმით, როდესაც იგი 28 წლის იყო, ლე გრეს მხრიდან გამუდმებით გრძნობდა გადაჭარბებულ ყურადღებას და ადგილი სექსუალურ შევიწროებასაც ჰქონდა. ასევე, ლე გრე სკანდალში ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოც გაეხვია, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაზე ისაუბრეს სპალეტიმ და კვარამ - Il Mattino-მ მათი დიალოგის დეტალებზე დაწერა
რაზე ისაუბრეს სპალეტიმ და კვარამ - Il Mattino-მ მათი დიალოგის დეტალებზე დაწერა