ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მიზეზები თუ რატომაა ნაპოლი სკუდეტოსთან ახლოს - Marca-მ ხვიჩაც ახსენა

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა და ის მიზეზი დაასახელა, რომელთა გამოც, „პარტენოპეი“ „სკუდეტოს“ მოგებასთან ახლოსაა. ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიაც გამოარჩია და ნეაპოლურ გრანდს სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა.

„ქალაქი, რომელსაც იტალიაში ყველაზე ცუდი რეპუტაცია აქვს, კიდევ ერთ ტიტულზე, გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, მორთულ ქუჩებზე და დიეგოსა და კვარადონას სურათებით დამშვენებულ აივნებზე ოცნებობს. მაგრამ... მართლა შეუძლია ნაპოლის ტიტულის მოგება? არის მიზეზი, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ეს მოხდება? რა თქმა უნდა, არის! და თან, არაერთი.

ეს ნაპოლი ფეხბურთელებს ვარსკვლავებად აქცევს. ვიქტორ ოსიმენის მაგალითი აიღეთ. მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადეს, მაგრამ ნიგერიელის თამაშისა და მისი მახასიათებლების წყალობით, ამ წუთისთვის, იგი 100 მილიონზე მეტი ღირს. მის მხარდამხარ არის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი სენსაცია, ხვიჩა კვარაცხელია. ამ უკანასკნელის სანაცვლოდ 10 მილიონი გადაიხადეს. იგი საქართველოდან გადმოვიდა და საერთაშორისო აუდიტორია უკვე აღაფრთოვანა. ხვიჩა გაბედული და არაპროგნოზირებადი გარემარბია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია. მის ანგარიშზე 8 გოლი, შედეგიანი გადაცემები და ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშია. კვარაცხელია ნაპოლის შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკის გვირგვინის მარგალიტია, მაგრამ კიმ მინ-ჯე, მატიას ოლივეირა, ზამბო ანგისა, რასპადორი და ჯოვანი სიმეონეც უნდა ვახსენოთ“, - წერს ესპანური გამოცემა.

Marca-ს მიერ დასახელებული სხვა მიზეზები

ნაპოლის მანევრირების უფლება აქვს და პარტენოპეი უშუალო მდევარს 7 ქულით უსწრებს.

მთელი ქალაქი ლუჩანო სპალეტის გუნდს მხარს უჭერს და მარადონაზე ბევრად მეტი ადამიანი დადის, ვიდრე გასულ წლებში

ოსიმენი, კვარა და ლობოტკა

კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა, რომელმაც შედეგი გამოიღო

შემადგენლობის სიღრმე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფლიქტი პსჟ-სთან? - პარიზელებმა მესის შესაძლოა პატივი არ მიაგონ
კონფლიქტი პსჟ-სთან? - პარიზელებმა მესის შესაძლოა პატივი არ მიაგონ