მანჩესტერ იუნაიტედი, მარკო ვან ბასტენი, ვუტ ვეგჰორსტი
Aa
Aa

“ტენ ჰაგი ფრთხილად უნდა იყოს“ - ვან ბასტენი ვეგჰორსტის ტრანსფერზე

მარკო ვან ბასტენმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრთხილად უნდა იყოს ძალიან ბევრი ნიდერლანდელის შეძენის გამო. ასევე მან თავისი აზრი ვუტ ვეგჰორსტთან დაკავშირებით დააფიქსირა, რომელიც „წითელ ეშმაკებში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

ვან ბასტენი:

„როდესაც გუნდში ბევრი ნიდერლანდელი გყავს და საქმეები კარგად არ მიგდის ეს შესაძლოა საშიში გახდეს. გაიხსენეთ პერიოდი, როდესაც „ბარსელონაში“ 5 ჩემი თანამემამულე თამაშობდა. ამან შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იმუშაოს. ერიკ ტენ ჰაგი ფრთხილად უნდა იყოს.

მე ჩემი მოსაზრება მაქვს. შეხედეთ ლუკ დე იონგს. ის ნამდვილი თავდამსხმელია, რომელიც მეორე სართულზე იდეალურად თამაშობს. არ მგონია, რომ ვეგჰორსტი ამ კუთხით ძლიერია, მაგრამ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ენთუზიაზმით და ფიზიკური ძალით შეუძლია „იუნაიტედს“ წარმატება მოუტანოს.“

ცნობისთვის, ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ვეგჰორსტსა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. პასუხი ახლა „ბეშიქთაშზეა.“ თურქული კლუბი ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ვეგჰორსტის შემცვლელს იპოვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულის ცუდი ტრანსფერები - მილანი რთულ მდგომარეობაშია და ისჯება
ზაფხულის ცუდი ტრანსფერები - მილანი რთულ მდგომარეობაშია და ისჯება