იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sky ხვიჩაზე: „ნაპოლის მარადონას ეფექტის დაბრუნება სჭირდება“

Sky Italia-ს ინფორმაციით, „იუვენტუსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში ითამაშებს. ავტორიტეტული გამოცემა ქართველის შესახებ წერს:

„სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით, რაც ნათელია, არის ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს. „ინტერთან“ და „სამპდორიასთან“ შეხვედრებიდან გამომდინარე ჩრდილში მოექცა და ახლა დაბრუნების შანსი აქვს. ახლა ის „ნაპოლის“ სჭირდება, რომ „მარადონას ეფექტის“ უპირატესობა მოიპოვოს. გარემარბმა გატანილი 8 გოლიდან 5 „დიეგო მარადონაზე“ შეაგდო“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს მე-18 ტურში, 13 იანვარს, „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ დაპირისპირება 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამ ეტაპზე სერია ა-ს ლიდერი „ნაპოლია“, რომელიც მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს.

იტალიურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ არაერთი მოსაზრება გამოითქვა, ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „უდინეზეს“, „ჯენოას“, „პალერმოსა“ და არაერთი სხვა იტალიური კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პასკუალე მარინომ ისაუბრა:

„მას ძლიერი პიროვნული თვისებები აქვს, ყოველთვის კაცზე მიდის, ასეთ რთულ პერიოდშიც კი. მას მაშინაც შეუძლია გახდეს მთავარი ფიგურა, თუ იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში არაა. ბოლო თამაშებში ვნახეთ, რომ მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სიცხადე და დამაჯერებლობა აკლდა, თუმცა ამის გამოსწორება ვარჯიშით ადვილადაა შესაძლებელი.

მისი სტარტი ბრწყინვალე იყო და ქომაგები მისგან ასეთ თამაშს მიეჩვივნენ. თუ ოდნავ ჩაკეტავენ, ეს ხმაურს იწვევს, რადგან მისგან ყოველთვის ვარსკვლავურ თამაშს ელიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე