თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

საქართველოს პირველობა: ჩემპიონები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

საბოლოოდ, საფრანგეთმა ბენზემას გარეშე ფინალში გასვლა შეძლო და საჩემპიონო მატჩში არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩემპიონები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:

57 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი რობერტ დინგაშვილი გახდა, მეორე ადგილი გიორგი გეგელაშვილს ერგო, ბრინჯაოს მედლები კი გოგა ძიძუამ და ლუკა ღვინჯილიამ დაისაკუთრეს.

61 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი შოთა ფარტენაძემ მოიპოვა, ვერცხლის მედალს დავით აბდალაძე დასჯერდა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ღონიაშვილი და რამაზ თურმანიძე დაეუფლნენ.

70 კგ. წონაში ჩემპიონობა გიორგი ელბაქიძემ იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ ბუშელაშვილი გახდა, მესამე ადგილებზე კი გიორგი ჭოლაძე და დავით ფაცინაშვილი გავიდნენ.

65 კილოგრამში ჩემპიონობა ედემი ბოლქვაძემ იზეიმა, ვერცხლის მედალს გიორგი შონია დაეუფლა, ბრინჯაოს მედლის პრიზიორები კი გოდერძი ძებისაშვილი და ლუკა ჯანეზაშვილი გახდნენ.

74 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ავთანდილ კენჭაძემ დაისაკუთრა, ვერცხლის მედლის პრიზიორი ოთარ ბაგაური გახდა, ბრინჯაოს მედლები კი დიმიტრი ჯიოევმა და გიორგი გოგრიჭიანმა აიღეს.

79 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ვლადიმერ სამხარაძემ აიღო, ვერცხლის მედალს ევსემი შველიძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლებს კი თემო ბერუაშვილი და ოთარ ადეიშვილი დაესაკუთრნენ.

86 კგ. წონაში პირველობა არავის დაუთმო ტარიელ გაფრინდაშვილმა, მეორე ადგილზე ზაურ ბრეგაძე გავიდა, მესამე ადგილები კი დემური მეგენეიშვილმა და დავით კოღუაშვილმა გაინაწილეს.

92 კგ. წონაში პირველი ადგილი მირიან მაისურაძემ დაიკავა, მეორე პოზიციაზე ანდრო მარგიშვილი გავიდა, მესამე ადგილები კი დაჩი ფირუზაშვილმა და იუზა ცერცვაძემ გაინაწილეს.

რაც შეეხება 97 კგ. წონით კატეგორიას, აღნიშნულ წონაში საქართველოს ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, მეორე პოზიცია მამუკა კორძაიამ დაიკავა, მესამე ადგილებს კი მერაბ სულეიმანიშვილი და საბა გამთენაძე დაესაკუთრნენ.

125 კგ. წონით კატეგორიაში ფავორიტის სტატუსი გაამართლა და პირველობა არავის დაუთმო გენო პეტრიაშვილმა. ვერცხლის მედალი სოლომონ მანაშვილს ერგო, ბრინჯაოს მედლები კი ნიკა ბერულავამ და გიგა შავაძემ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები