„სათამაშო რიტმი უნდა დავიბრუნო“ - მესის პირველი კომენტარი დაბრუნების შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან, ორკვირიანი შვებულების შემდეგ, ლეო მესი პსჟ-ს გუშინ დაუბრუნდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუნდის სავარჯიშო პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და ლიგა 1-ის მატჩისთვის ემზადება, თუმცა დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
ამის შესახებ მესიმ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-სთან ისაუბრა.
რა თქვა 35 წლის ლეომ:
ფიზიკურად ჯერ სათანადო კონდიციებში არ ვარ. კარგად ვივარჯიშებ, რომ სათამაშო რიტმი დავიბრუნო და მოედანზე გასასვლელად მზად ვიყო. როდესაც სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, მაშინ დავბრუნდები.
კლუბის წარმომადგენლებმა საკმაოდ თბილი დახვედრა მომიწყვეს. მინდა ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან გახარებული ვარ.

პსჟ-ს უახლოესი მატჩი 6 იანვარს, საფრანგეთის თასზე „შატორუსთან“ ელის, თუმცა მესის ამ შეხვედრაში თამაში ნაკლებად სავარაუდოა. არგენტინელი ფეხბურთელი მოედანს დიდი ალბათობით 11 იანვარს, ლიგა 1-ის მე-18 ტურში, „ანჟეს“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ლეგენდა გასული წლის 18 დეკემბერს არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესის გუნდმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს პენალტების სერიაში მოუგო.