ლეო მესი პსჟ-ში დაბრუნდა
Aa
Aa

ლეო მესი პსჟ-ში დაბრუნდა

არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის სუპერვარსკვლავი, ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღებული რამდენიმე კვირიანი შვებულებიდან გუნდს დაუბრუნდა.

35 წლის ფეხბურთელი პარიზში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა და გუნდის სავარჯიშო ბაზაზე მივიდა, სადაც თანაგუნდელებს შეხვდა და მათგან მილოცვებიც მიიღო.

მესი დღეიდან სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთვება და გავრცელებული ინფორმაციით, მოედანს 11 იანვარს, პსჟ-სა და „ანჟერის“ მატჩში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ლეომ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და თავის ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“
კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“