Aa
Aa

ვერმაელენი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება?

კატალონიის „ბარსელონას“ ბელგიელი უკანახაზელი ტომას ვერმაელენი, შესაძლოა, ლივერპულის „ევერტონის“ რიგებში ვიხილოთ.

The Sun-ის ცნობით, ლივერპულელებს „ბარსასთვის“ ოფიციალური წინადადებით ჯერჯერობით არ მიუმართავთ და ამის გაკეთებას უახლოეს პერიოდში აპირებენ.

ვერმაელენის თავის რიგებში ხილვა „ვესტ ბრომვიჩსა“ და ბრიუსელის „ანდერლეხტსაც“ სურთ.

გამოცდილი ცენტრალური მცველი ბოლო წლებში ბევრს ტრავმიანობს და უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში ჯამურად მხოლოდ 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები