ილია თოფურია
Aa
Aa

„ილია თოფურია UFC-ის ესპანეთში ჩაიყვანს“ - El Espanol-ის სტატია ქართველ მებრძოლზე

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას წარმატების შესახებ ესპანური გამოცემა El Espanol წერს. El Matador-სთვის 2022 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო. იმის მიუხედავად, რომ თოფურიამ მხოლოდ ორი ორთაბრძოლა გამართა, მან თავისი წონითი კატეგორიის საუკეთესო 10 მებრძოლში შეძლო მოხვედრა.

ამ წარმატების გათვალისწინებით, El Espanol წერს, რომ ილიას დამსახურებით 2023 წელს ესპანეთში შესაძლოა UFC-ის ღონისძიება გაიმართოს.

რა წერია სტატიაში:

2023 წელი იქნება ის დრო, როდესაც Ultimate Fighting Championship (UFC) დაეშვება ესპანეთში. ყოველ შემთხვევაში, 2022 წელს განვითარებული სცენარი იმისკენ მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში მოხდება. ეს ყველაფერი კი ილია თოფურიას დამსახურებაა, რომელიც ოქტაგონზე თავის გამოჩენას აგრძელებს. საბრძოლო მოედანზე მისი ყოველი გამოჩენა მის პროფესიულ კარიერაში ახალი, შთამბეჭდავი გამარჯვებით სრულდება.

UFC-ის გალიაში მისი ბოლო წარმატება დეკემბრის თვეში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ იყო. ილია თოფურიამ მეტოქე მეორე რაუნდში დააგდო და ამ წონით კატეგორიაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ესპანელ-ქართველი მებრძოლი 2022 წელს საუკეთესო ათეულში ასრულებს.

2022 წელს ეს „მატადორისთვის“ მეორე და უკანასკნელი ბრძოლა იყო. ეს იმის გამო, რომ ოქტაგონზე მისი შესაძლო მეტოქეები ერთის მიყოლებით მასთან ბრძოლაზე უარს ამბობენ. მისი პოპულარობა მზარდია და მისი მოწინააღმდეგეები ამჩნევენ, რომ ყველა, ვინც ილიას წინააღმდეგ დგება, მარცხდება.

დანა უაითმაც და UFC-ის პრომოუტერებმა კარგად იციან, რომ მათ ხელში ვარსკვლავი ჰყავთ. ის არის მებრძოლი დიდი ქარიზმით, რომელიც ისტორიის შექმნისკენ მიისწრაფვის. მისი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა და ის ამისკენ მიიწევს.

UFC ესპანეთში

2022 წლის დასაწყისში, ილია თოფურიამ EL Espanol-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი ერთ-ერთი მიზანი გაამხილა: „UFC-ის ჩემპიონობის გარდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში გავმართო და აქ ვიბრძოლო. მრავალი წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ და ვვარჯიშობ, შესაბამისად აქ, ჩემი ხალხის თვალწინ ბრძოლაა მიზანი“.

მან ეს დანა უაითთანაც შეხვედრისას გაამხილა, ორგანიზაციის პრეზიდენტმა კი დაარწმუნა, რომ თუ ის თავისი დივიზიონის ტოპ 5 მებრძოლში მოხვდებოდა, UFC ესპანეთში გაემგზავრებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ის უკვე ათეულშია და ახალი ბრძოლისკენაც ისწრაფვის, რეიტინგში მისი დაწინაურება რეალურია.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ილია თოფურია ფიქრობდა, რომ ეს 2022 წელს მოხდებოდა, მაგრამ ზემოთნახსენები მიზეზის გამო ეს ვერ მოხდა. მას მოწინააღმდეგის პოვნაზე მუდამ პრობლემები ექმნებოდა.

საბოლოოდ, ბრაის მიტჩელი დათანხმდა მასთან შეხვედრას, თუმცა ორთაბრძოლის წინა დღეებში ქართულ-ესპანური მებრძოლი სათანადოდ არ დააფასეს. ეს მათი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. „მატადორმა“ გალიაში მიტჩელს ამოსუნთქვის საშუალებაც არ მისცა.

ტრიუმფის შემდეგ, ილია თოფურიამ მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა მათ, ვისაც მის დიდების გზაზე დგომა უნდათ: „ყველა სფეროში უპირატესი ვიყავი, რასაც ხელს მოვკიდებდი. ყველა ამბობს, რომ მზად არიან მოკვდნენ, მე კი ვამბობ, რომ მზად ვარ ისინი გალიაში მოვკლა“.

„მატადორს“ ყველას ლიკვიდაციის იმედი აქვს. მას არ აქვს საზღვრები. გამძლეობა მისი დიდი ძალაა, შრომის მოყვარეობა, ძალისხმევა... მას უნდა დიდება საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ორი ქვეყნისთვის, რომელსაც მუდამ გულში ატარებს: საქართველოსთვის, და ესპანეთისთვის. ესპანეთში, ილიას UFC-ის ღამე ახლოვდება: „სწორ გზას ვადგავართ. UFC-ის ესპანეთში მოკლე დროში ჩავიყვანთ და ერთად წარმოუდგენელ საღამოს გავატარებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსული გამოცემა იანზე და მერაბზე: „პიოტრი უბრალოდ სხვა კლასია“
რუსული გამოცემა იანზე და მერაბზე: „პიოტრი უბრალოდ სხვა კლასია“