გიგა ჭიკაძე, კელვინ კატარი
Aa
Aa

ჭიკაძე VS კატარი UFC-ის წლის საუკეთესო ჩხუბებს შორის მოხვდა

2022 წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი სხვადასხვა ტოპ 10-ს ადგენს. ამჯერად, წლის საუკეთესო ბრძოლები შემოგვთავაზეს და 10 ჩხუბს შორის ქართველი მებრძოლის მონაწილეობით გამართული ჯახიც მოხვდა. UFC-იმ გიგა ჭიკაძესა და კელვინ კატარი დაპირისპირება გამოარჩია და „ნინძას“ ჩხუბს მე-8 ადგილი მიანიჭა.

„ბრძოლის სტარტზე, ჭიკაძე ფეხებსა და მუშტებს აქტიურად იყენებდა და კარგად გადაადგილდებოდა, რაც კატარს ზუსტი დარტყმების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მეორე წუთზე, ფეხი დაუსრიალდა და კელვინმა თეიქდაუნი შეასრულა. ნინძამ სასურველ პოზიციაში გადასვლა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დარჩენილი დროის განმავლობაში, კატარი მახრჩობელა ან მტკივნეულ ილეთზე მუშაობდა.

ჭიკაძის დარტყმები მეორე რაუნდშიც გაგრძელდა, მაგრამ კელვინს მათზე რეაქცია არ ჰქონდა, ზეწოლას განაგრძობდა და მეტოქეს სხვადასხვა სტილში უტევდა. მისმა იდაყვმა ნინძა შოკში ჩააგდო და დასამახსოვრებელი რაუნდი თეიქდაუნით დასრულდა. კატარის დაუღალავი ზეწოლა მესამე რაუნდშიც ვიხილეთ, მაგრამ როცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჭიკაძეს სისწრაფე ეკარგებოდა, ქართველი მებრძოლი უსწრაფესი კომბინაციებით და ბრწყინვალე შეტევით თამაშში დაბრუნდა, რის შემდეგაც კელვინმა თეიქდაუნი სცადა, რათა დრო მოეგო. როგორც კი მსაჯმა, ისინი განაცალკევა, კელვინმა განაგრძო ის, რასაც აკეთებდა, დასისხლიანებულმა ჭიკაძემ კი მისი შეკავება ფეხით განხორციელებული დარტყმებითა და მუშტებით სცადა.

მეოთხე რაუნდში, დასისხლიანებული ჭიკაძე უკან არ იხევდა და დარტყმების განხორციელებასა და მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, კატარი არ შენელებულა და უპირატესობას ზრდიდა. გიგა დანებებას არ განიხილავდა და ეს მე-5 რაუნდშიც გამოაჩინა. ჭიკაძეს ბოლო მცდელობა ჰქონდა, რომ კატარი დაემარცხებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გაჩერებაზე უბრალოდ უარი თქვა და ჩხუბის ბოლოს თავისი მოწინააღმდეგე დააგდო კიდეც“, - წერს UFC-ის ვებგვერდი.

ცნობისთვის, ჭიკაძისა და კატარის დაპირისპირების გარდა, UFC-იმ შემდეგი ჩხუბები გამოარჩია:

1 - ირჟი პროხაზკა - გლოვერ ტეიშეირა

2 - ხამზატ ჩიმაევი - გილბერტ ბერნსი

3 - დასტინ პორიე - მაიკლ ჩენდლერი

4 - სტივენ ტომპსონი - კევინ ჰოლანდი

5 - მეტ შნელი - სუმუდაერჯი

6 - დეივისონ ფიგეირედო - ბრენდონ მორენო 3

7 - სირილ განი - ტაი ტუივასა

8 - კელვინ კატარი - გიგა ჭიკაძე

9 - მატეუშ გამროტი - არმან ცარუკიანი

10 - შონ ომალი - პიოტრ იანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“