კილიან მბაპე
Aa
Aa

Marca: გუნდში ატმოსფეროს გააფუჭებს - რეალს მბაპეს შეძენა არ უნდა

კილიან მბაპეს მომავლის შესახებ ინფორმაციების გავრცელება და ამაზე საუბარი ევროპული პრესის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ამჯერად, მადრიდული Marca მორიგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბს“ მბაპეს გაფორმება არ სურს, რადგან შიშობენ, რომ კილიანი გუნდში ატმოსფეროს გააფუჭებს.

Marca-ს ცნობით, ამ მასშტაბის ფეხბურთელის ტრანსფერმა შესაძლოა გუნდის ამჟამინდელ ფეხბურთელებს შორის როლების შეცვლა გამოიწვიოს და „რეალს“ ამის დაშვება არ სურს. ზუსტად ამავე მიზეზით, მადრიდელებმა კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების ვარიანტი არ განიხილეს.

„რეალს" მიაჩნია, რომ ვინისიუს ჟუნიორი მომავალში გუნდის მთავარი ვარსკვლავი იქნება.

კლუბის მიზანია შეინარჩუნოს იდეალური ატმოსფერო შიდა სამზარეულოში და ასევე მის გარშემო. კლუბს სურს კონფლიქტები თავიდან აიცილოს.

„რეალში" არავინ უარყოფს, რომ მბაპე გუნდს ბევრს მისცემდა. ამის მიუხედავად, პსჟ-დან მის შეძენას არ აპირებენ. კლუბში ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი კილიანის შესახებ გავრცელებული ჭორებითა და სპეკულაციებით დაიღალნენ. ამაზე მეტად საუბარს აღარ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო რონალდუზე: ეს მისი ბრალია, თავხედურად იქცეოდა
კაპელო რონალდუზე: ეს მისი ბრალია, თავხედურად იქცეოდა