ბაჩანა არაბული
Aa
Aa

გოლი ზედიზედ მეორე ტურში - არაბულმა ამჯერად დუბლი შეასრულა

ბაჩანა არაბული ავსტრალიის A ლიგაში გოლების გატანას განაგრძობს.

ქართველი ლეგიონერი მშვენიერ ფორმაშია და ამჯერად დუბლის შესრულება შეძლო. „მაკარტურმა“ წლის ბოლო მატჩში „სიდნეის“ სტუმრად 3:0 მოუგო.

28 წლის ქართველმა ფორვარდმა პირველი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, დასწრებაზე გაიტანა და ანგარიში გახსნა.

არაბულმა მეორე 89-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა ორივე გოლი ერთი შეხებით გაიტანა.

ბაჩანამ წინა ტურში „ჰერტ გლორისთან“ (1:0) გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ჯამში კი მის ანგარიშზე 4 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

„მაკარტური“ 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. არაბულის გუნდი მომდევნო მატჩს 2023 წლის 1 იანვარს შინ „უონდერერსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“